სამსახურის უფროსი

ზურაბ პაპასქირი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ზ. პაპასქირი დაიბადა 1950 წელს ქ. ზუგდიდში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.  1975 წელს -  მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1976 წლიდან მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მასწავლებლად, დოცენტად, კათედრის გამგის მოადგილედ. 1989-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ; პარალელურად თსუ ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილედ. არის 140-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის (მათ შორის 11 მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, წიგნის) ავტორი (სრული სია იხ.ვებ-გვერდზე: https://sites.google.com/site/zpapaskiri/). 

ზ. პაპასქირი არის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პერიოდული სამეცნიერო გამოცემის – „საისტორიო ძიებანი“ - მთავარი რედაქტორი, გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.