სახელოვანი მეცნიერის სტუმრობა

20/10/2010 15:57

 

 

2010. 18 ოქ­ტომ­ბერს სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­­ვე­­­ლოს ის­ტო­რი­­სა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტმა მაწ­ყო აფ­ხა­ზე­თის მკვიდ­­­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ის, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­­რი ინ­სტი­ტუ­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლის, რუ­სე­თის მეც­ნი­ერ­ებ­­თა აკ­ადე­­­ის ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წამყვანი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლის, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­­თა დოქ­ტო­რის გი­ვი წუ­ლა­­ას ორ­ტო­მე­ულ­ის სა­ქარ­თვე­ლოს სი­ლუ­ეტ­ებ­ის გან­ხილ­ვა. ამ ღონისძიებას თავად ავტორიც დაესწრო. დასახელებული ნაშრომი განიხილეს და ბატონ გივი წულაიას სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს პროფესორებმა: ჯონი აფაქიძემ (სსუ-ს რექტორი), ზურაბ პაპასქირმა, დავით დოლბაძემ, ბორის კვარაცხელიამ, ოთარ ჟორდანიამ, ლია ახალაძემ, სალომე ბახია-ოქრუაშვილმა, ბეჟან ხორავამ. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ პროფესორ გივი წულაიას სამეცნიერო მოღვაწეობა რუსეთში ია-ვარდებით მოფენილი არასდროს ყოფილა. იგი მუდამ ქართული საქმის და საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე იდგა და თავისი ობიექტური კვლევებით დაუნდობლად ამხელდა საქართველოს ისტორიის გამყალბებლებს. მათ სახელოვან მეცნიერს სამშობლოში დაბრუნება უსურვეს. ბატონმა გივიმ მადლობა გადაუხადა სსუ-ს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ სსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.