პროფესორ თ. მიბჩუანის ხსოვნისადმი

21/06/2010 21:20

2010 წლის 21 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ თეიმურაზ მიბჩუანის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია – საიუბილეო საღამო.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელსაც ბატონი თეიმურაზის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, ღვაწლმოსილი მკვლევარის საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს სსუ-ს რექტორმა, პროფ. ჯ. აფაქიძემ, პროფ. ზ. პაპასქირმა, პროფ. ვ. ჯაფარიძემ, პროფ. ტ. მოსიამ, პროფ. ო. ჟორდანიამ, ცნობილმა მსახიობმა ზ. ქაფიანიძემ და სხვებმა. 

საღამო მუსიკალურად გააფორმა სსუ-ს გუნდმა ვ. ოკუჯავას ხელმძღვანელობით.