სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული დისერტაციები
2009წ. 5 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის სადისერტაციო კოლეგიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ლელა მირცხულავამ დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “პოსტმოდერნისტული ტენდენციები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პროზაში” (სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარიამ მირესაშვილი).
2009წ. 13 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის სადისერტაციო კოლეგიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა თამთა როგავამ დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „თეიმურაზ მეორე და ბიბლია“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარიამ მირესაშვილი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტიტე მოსია).
2009წ. 4 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა კოტე თოდუამ დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “გიორგი წერეთელი და რეალიზმის პრობლემები ქართულ ლიტერატურაში” (სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ვახანია).
2009წ. 25 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს საქართველოს ისტორიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა კახა კვაშილავამ დაიცვა დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “ისტორიული სამურზაყანო. XVII-XVIIIსს. მიჯნა _ 1840წ.“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ზურაბ პაპასქირი).
2010წ. 22 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადიესერტაციო საბჭოს საქართველოს ისტორიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ზაზა წურწუმიამ დაიცვა დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე “აფხაზეთი რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში (XVს. II ნახ. – XXს. I მეოთხედი)” (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ სვანიძე; ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა).