საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „წმიდა ანდრია პირველწოდებულის გზით“ – დიდაჭარობა

04/05/2010 13:43

სხალთის ეპისკოპოს სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, 2010 წლის 1 და 2 მაისს აჭარაში, ხულოს რაიონის ისტორიულ სოფელ დიდაჭარაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წმიდა ანდრია პირველწოდებულის გზით. სხალთის ეპარქია სამეცნიერო კონფერენციას უკვე მეოთხედ მასპინძლობს და უძღვნის საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელს, წმიდა და ყოვლადქებულ მოციქულს ანდრია პირველწოდებულს და მისი ჩვენს ქვეყანაში შემობრძანების დღეს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ ასოცირებული პროფესორი ბეჟან ხორავა, მოხსენებით „რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის ისტორიიდან აფხაზეთში (XIXს.)“; ასოცირებული პროფესორი კახაბერ ფიფია „გვიანანტიკური და თანამედროვე საქართველოს ისტორიული პარალელები: გეოპოლიტიკური ასპექტი“; ისტორიის დოქტორი კახა კვაშილავა „მანუჩარ შარვაშიძე და ოსმალთაგან ბათუმის გამოხსნის ერთი გეგმა (1809-1812წწ.)“.