ზურაბ ანჩაბაძე – 90

27/10/2010 22:37

 

2010წ. 27 ოქ­ტომ­ბერს სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში,  გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ერ­ი­სა და საზოგადო მოღვაწის, სოხუმის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ა­თა აკა­დ­ემ­ი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტის, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ან­ჩა­ბა­ძის  და­ბა­დე­ბი­დან 90-წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ი­უბ­ილ­ეო სა­ღა­მო გა­იმ­არ­თა.

ამაგდარი მეცნიერის ინტელექტუალურ მემკვიდრეობასა და საზოგადო მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული ისტორიოგრაფიული სკოლის სახელოვანმა წარმომადგენლებმა, ბატონი ზურაბის მეგობრებმა, თანამშრომლებმა, კოლეგებმა: სსუ-ს რექტორმა პროფ. ჯონი აფაქიძემ, პროფ. ზურაბ პაპასქირმა, აკად. მარიამ ლორთქიფანიძემ, აკად. ოთარ ჯაფარიძემ, პროფ. ნოდარ ლომოურმა, პროფ. ანტონ ლეჟავამ, პროფ. ოთარ ჟორდანიამ, პროფ. მალხაზ ბარამიძემ, პროფ. გივი ჯამბურიამ, პროფ. ჯამბულ ანჩაბაძემ. ღვაწლმოსილი მამა გაიხსენა პროფ. გიორგი ანჩაბაძემ.

ღონისძიება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ბარამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი გია (ელგუჯა) გვაზავა, სსუ-ს მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, მუსიკალურად გააფორმა სსუ-ს მუსიკალურმა გუნდმა ვეზდენ ოკუჯავას ხელმძღვანელობით.